სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო

სტამბოლში აშშ-ის, უკრაინისა და თურქეთის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო

თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეზიდენციაში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმართება.

რუსული დელეგაციას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინულ დელეგაციას - თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

მხარეებს მისასალმებელი სიტყვით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა მიმართა.

„ჩვენ გვაქვს ორი გზა: ერთს მშვიდობისკენ მივყავართ, ხოლო მეორეს - უფრო მეტი ნგრევისკენ. მხარეებმა თავად უნდა აირჩიონ, თუ რა გზა სურთ“, - აღნიშნა ფიდანმა.