ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752065110
მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა.
შრომის პროდუქტიულობა იზომება, როგორც ერთ დასაქმებულ პირზე მსყიდვეულნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დონე მუდმივ ფასებში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 2024 წელს 10,4%-ით გაიზარდა და 56 ათას 608 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. ზრდის ამ ორნიშნა, 10%-ზე მაღალი, წლიური ტემპით საქართველო მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ევრაზიის კონტინენტზე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. ამასთან საქართველო შრომის პროდუქტიულობის პროგრესით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ჩვენი საუკუნის 24 წლიან პერიოდში შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მეტად გაიზარდა გაიანაში 786%-ით, მეორე ადგილზეა ჩინეთი 506%-იანი ზრდით, მესამეზე კი საქართველო სადაც შრომის პროდუქტიულობა 340%-ით არის გაზრდილი.
შემაშფოთებლად დაბალია შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მსოფლიო ბანკის შეფასებით ევროკავშირში შრომის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი 2024 წელს 1%-ზე დაბალი იყო, ხოლო ისლანდიაში, ირლანდიაში, ავსტრიაში, იტალისა და ფინეთში შრომის პროდუქტიულობა დაეცა.
მსოფლიოს ბანკის მერ წარმოდგენილი განმარტებით, „შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად, შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე, რაც თავის მხრივ ამცირებს დაუცველ დასაქმებასა და სამუშაო სიღარიბეს".
"მშპ ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო ზომა იმის მონიტორინგისთვის, მიდის თუ არა ქვეყანა მდგრადი განვითარების იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ეწოდება „მდგრადი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული მუშაობა ყველასთვის“ [SDG ინდიკატორი 8.2.1]", -განმარტავს მსოფლიო ბანკი.