შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებას ეხმაურება.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, იდეოლოგია, რაზეც რადიკალური ოპოზიცია დგას, ანტიქართულია და სხვა ქვეყნების მომსახურებას ისახავს მიზნად.

"სხვა დროსაც მითქვამს, რომ შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება. ასე, რომ პრობლემა არის მათ საფუძველში, იმაში, რომ ის მთლიანად იდეოლოგია, რაზეც რადიკალური ოპოზიცია დგას, დგას ანტიქართულ იდეოლოგიაზე, სხვა ქვეყნების მომსახურების იდეოლოგიაზე და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებაზე. ასე, რომ აქ ყოველთვის შედეგი იქნება სავალალო, იმიტომ რომ როდესაც ესა თუ ის ძალა მიდის ღალატის გზაზე, იქ უკვე თავის თავად არის, რომ კონფლიქტებიც წარმოიშვება შიგნით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.