შევთანხმდით ძალიან დიდ პროგრამაზე - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება

მთავრობა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700  წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე.

საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, პირველი ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.

„შევთანხმდით ძალიან დიდ პროგრამაზე. ძალიან გასახარია, რომ მათ შორის დაგეგმილია საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ადგილობრივი, საერთაშორისო, კულტურული, სამეცნიერო - ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა. პირველი ივნისიდან, საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღიდან, ეს საიუბილეო ღონისძიებები უკვე ძალიან დიდ მასშტაბს მიიღებს", - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.