"შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი, ობიექტური დასკვნა" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, არ იყოს არანაირი ნიადაგი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ", - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას ეხმაურება.

"გამოვთქვათ იმედს, რომ მეტი პატივისცემით და მეტი არსებითი ხედვით იქნება განმსჭვალული ყველა ის შეხედულება, რომელიც ეუთო/ოდირის საქმიანობასთან იქნება საქართველოში დაკავშირებული. ბურთი არის მათ მხარეს, ჩვენ ველოდებით მათ ჩამობრძანებას და შექმნილი იქნება აბსოლუტურად ყველა პირობა იმისთვის, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც სადამკვირვებლო მისიამ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი და ობიექტური დასკვნა", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.