1729546708
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ რამდენიმე ელჩს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში, ჩათვალეთ, რომ ვენის კონვენცია საერთოდ აღარ არსებობს, რაღაც ძალის პოლიტიკით გველაპარაკებიან

შარშან ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და მიტინგი ჩაატარეს. ასეთი ევროკავშირის წევრები არიან დღეს იქ შეკრებილი, რომლებსაც შეუძლიათ, მიტინგები ატარონ სხვა ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.
პაპუაშვილის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ევროკავშირის ელჩი, შარშანდელის მსგავსად, პირდაპირ ჩართული იქნება საარჩევნო კამპანიაში.
„თანამდებობა რომ არ უშლით რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას და არც გონიერება რომ ხელს არ უწყობთ ხოლმე, ამას ვხედავთ. ასე რომ, ყველაფერი მოსალოდნელია. ადგილზეც ვხედავთ რამდენიმე ელჩს, რომელიც ჩვეულებრივად არის ჩართული პოლიტიკაში. ვენის კონვენცია ჩათვალეთ, რომ აღარ არსებობს საერთოდ, რაღაცა ძალის პოლიტიკით გველაპარაკებიან და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსალოდნელია და ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით მე არანაირი ეჭვი არ მეპარება, რომ ის პირდაპირ ჩართული იქნება საარჩევნო კამპანიაში, როგორც შარშან იყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.