შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩოში იყო, მე გუშინწინ კახეთში ვიყავი, რადგან ჩვენთვის ხელისუფლების წყარო ხალხია, ოპოზიციისთვის ხელისუფლების წყარო სხვადასხვა საელჩოა

შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩოში იყო, მე გუშინწინ კახეთში ვიყავი და ხალხი ვნახე, რადგან ჩვენთვის ხელისუფლების წყარო ჩვენი ხალხია, ოპოზიციისთვის ხელისუფლების წყარო სხვადასხვა ელჩი და საელჩოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას თავისი სამიზნე ჯგუფი ჰყავს.

„ამიტომაც დადიან სხვადასხვა საელჩოში, რომ მითითებები მიიღონ. რაზე ჰქონდათ საუბარი, ეს მათი საქმეა. სამწუხაროდ, ბრიტანეთის ელჩიც გამოირჩევა ვენის კონვენციის დარღვევით და საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხზე თავდასხმებით. ეს სამწუხაროა, მაგრამ რატომღაც, საერთაშორისო წესრიგის კულტურა რამდენიმე ელჩმა დაიმკვიდრა. რაზე ისაუბრეს, არ ვიცი და ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ სასაუბრო ქართველ ხალხთან გვაქვს, მათ სალაპარაკო უცხოელებთან აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.