VIDEO: ვრცელდება სინოდის სხდომის კადრები
1775211523
ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმისა, რომ „ენჯეოები“ მოქმედებენ გარე ძალების დავალებებით.
„შეგახსენებთ, რომ ეკა გიგაური გახლავთ ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამითაც თავისი თავის სრული ლუსტრაცია გააკეთეს. ისინი ფორმალურადაც დღეს უკვე არიან უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ჯგუფები. სინამდვილეში აქ ახალი არაფერია. ვისაც საქართველოს ისტორია კარგად აქვს ნასწავლი, ასე ხდებოდა ისტორიულად ყოველთვის. სხვადასხვა ქვეყნის, იმპერიების თუ ა.შ. დედაქალაქებში ჩადიოდნენ ქართველები იმისთვის, რომ მოეპოვებინათ მხარდაჭერა საქართველოში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყველაზე ახლო წარსულში ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მოსკოვში გარბოდნენ ქართველები, რომ სხვადასხვა თანამდებობები მიეღოთ და ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. დღეს ზოგიერთისთვის ეს არის ჰააგა და ბრიუსელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის იყო ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.