1754511189
შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ მერობის სავარაუდო კანდინატებზე: ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი

ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად არასერიოზული არის ის ხალხი, რომლებიც არიან მარიონეტები გარე ძალებისა. ამიტომ შედეგი იქნება ყოველთვის ასეთი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტის კითხვას „ლელოს“ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიის კანდიდატი არჩევნებზე მერაბ სეფაშვილი ან ალეკო ელისაშვილი იქნება.
მისი თქმით, ამ ორ კანდიდატს შორის არჩევანიდანაც ჩანს, რომ ოპოზიცია იმართება გარე ძალების ხელით.