1747217904
შალვა პაპუაშვილი დღეს წლიური ანგარიშით პარლამენტში წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. როგორც ითქვა, ანგარიში მრავლისმომცველია და აღწერს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე პარლამენტის როლს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის მოხსენებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.