იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ
1752173777
რადიკალური ოპოზიციიდან, ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან ორმა განაცხადა, რომ მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნებში, ორმა განაცხადა, რომ არ იღებენ მონაწილეობას. აქაც ხედავთ, რომ მათ შორის აზრი გაყოფილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „საქართველოს მოქალაქეები ხედავენ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფია“.
„კოალიციებს რაც შეეხება, რაც არ უნდა ჭირი მალონ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს. ამ ჭირს ხედავს საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი, რომლის მიზანი, ამოცანაა, დააბნიოს ამომრჩევლები. სად არის დღეს გახარია – უცხოეთში, ვისგან იღებს მითითებებს – უცხოეთიდან. ზუსტად ეს არის „ნაცობა“ თავისი არსით. „ნაცობისთვის“ აუცილებელი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, „ნაცობა“ გულისხმობს, იყო მარიონეტი უცხო ძალის. ამ მხრივ, კიდევ ერთი მხილებაა, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ოჯახი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.