„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მარკ დიმესმაკერსა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ბელგიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა.