ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
სენაკის საკრებულოს ენმ-ს წევრი და სოფელ თეკლათის მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ წურწუმია ტოვებს.
მან საკრებულოს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. ამით, საკრებულოში უმრავლესობას კარგავს ოპოზიცია და ძალთა ბალანსი "ოცნებასა" და ოპონენტებს შორის თანაბარი ხდება.
ენმ-ში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას.
წურწუმიას საკრებულოდან წასვლის შემდეგ, მის სამაჟორიტარო ოლქში, თეკლათში, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
გარდა ამისა, სენაკის საკრებულოს ამ დროისათვის უფლებამოსილება აქვს შეჩერებული სასამართლოს გადაწყვეტილებით იქამდე, ვიდრე სასამართლო გახარიას პარტიის წევრის, ნუკრი შამათავას უფლებამოსილების შესახებ ცნობას არ განიხილავს. სასამართლოში ეს საკითხი "ოცნებამ" გაასაჩივრა.სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს.