„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, არპინე სარგსიანთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.
მათივე ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
ამასთან, გელა გელაძემ და არპინე სარგსიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
გელა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზად არის სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე.