1750699583
მომესმა, რომ მედვედევმა ისროლა სიტყვა "ბირთვული"? - ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და კითხულობს, "მოესმა თუ არა", რომ მედვედევმა "სიტყვა "ბირთვული" ისროლა". მისივე თქმით, სიტყვა "ბირთვულს" "სასხვათაშორისოდ არ უნდა მოეპყრონ".
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "ალბათ ამიტომ არის პუტინი "ბოსი"".
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავები სხვა ქვეყნებისას 20 წლით უსწრებს და „ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი იარაღებია, რომლებიც ოდესმე დამზადებულა“.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„მომესმა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა სასხვათაშორისოდ ისროლა სიტყვა "N" (ბირთვული!) და თქვა, რომ სხვა ქვეყნები ირანს ბირთვულ ქობინებს გადასცემდნენ? ნამდვილად თქვა ეს თუ ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია? თუ ეს ნამდვილად თქვა და თუ დადასტურდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამაგებინეთ. სიტყვა "N"-ს ასე სასხვათაშორისოდ არ უნდა მოვეპყრათ. ალბათ ამიტომ არის პუტინი "ბოსი". სხვათა შორის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი "ტექნიკა" კვირას დიდებული იყო, გაცილებით ყველაზე ძლიერი და საუკეთესო აღჭურვილობა, რომელიც გვაქვს, რომელიც სხვებისას 20 წლით უსწრებს, ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავებია. ისინი ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი იარაღებია, რომლებიც ოდესმე დამზადებულა. ცოტა ხნის წინ 30 Tomahawk-ი ვისროლეთ და 30-ივე თავის სამიზნეს იდეალურად მოხვდა. ასე რომ, ჩვენს დიდებულ მფრინავ-გამანადგურებლებთან ერთად, მადლობა თქვენ, კაპიტანო და ეკიპაჟო!" - წერს ტრამპი.