საქართველო საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან ითხოვეს ვითარების ობიექტურად შეფასებას, მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა - გია ვოლსკი

ვოლსკი

საქართველო საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან ითხოვეს მეგობრობას, თანამშრომლობას და ვითარების ობიექტურად შეფასებას, მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციებზე საუბარი მისაღები არ არის.

„საქართველო საფრანგეთისგან და ბრიტანეთისგან ითხოვეს მეგობრობას, თანამშრომლობას და ვითარების ობიექტურად შეფასებას. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა საკითხების მიმართ. შეგვიძლია, ვიდავოთ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით – მედიასთან დაკავშირებით, „ბრიტანული კანონი“ ზღუდავს თუ არა სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო პოლიტიკას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება დაცული მაშინ, როცა 10-20 კაცი კეტავს დედაქალაქის მთავარ პროსპექტს და ა.შ. ჩვენ ამ თემებზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, მაგრამ ვინაიდან ძალა აქვს, ამიტომ, პატარა ქვეყნის მიმართ მუდმივად სანქციებზე საუბარი, რასაკვირველია, არ არის მისაღები, არ არის სამართლიანი. არაფერი არ დაგვიშავებია ის, რასაც საუბრობენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ლობისტები. არც ტრაექტორია შეცვლილა, არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს არჩეულ მთავრობას. არჩეულს და არა ძალით მოსულ მთავრობას. ჩვენ ამ თემებზე სასაუბროდ მზად ვართ და მოველით, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობის ხიდები იქნება მყარი და არ ჩამოინგრევა“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.