საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1746699788
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეოდორა (დორა) ბაკოიანისთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, კერძოდ : უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებისა და მეგობრობის ჯგუფების აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობის შესაძლებლობები. ამასთან, ქართული მხარე საერთო საკომიტეტო სხდომების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს ელჩმა დორა ბაკოიანისი საქართველოში მიიწვია.
ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებს და ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს. საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა საბერძნეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერძნული მხარე მომავალშიც განაგრძობს საქართველოს ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ესპანეთის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომიტეტის პრეზიდენტთან ედურნე ურიარტე ბენგოეჩეასთან გამართა შეხვედრა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები, ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და საპარლამენტო განზომილების როლი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცების საქმეში. დეპუტატმა ედურნე ურიარტემ საკანონმდებლო დონეზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მუშაობის მზაობა გამოთქვა და კონკრეტულ ინიციატივებზე ისაუბრა, რაც სამომავლოდ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.