მენინგიტი და ტოქსიკური შოკი - ანაპლაზმოზის საშიშროება, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს
1749581626
რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად 5 წელიწადში მზად იქნება, – განცხადებას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აკეთებს.
მარკ რუტეს თქმით, მოსკოვი მხოლოდ 3 თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც NATO ერთ წელს ანდომებს.
"რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა, შენელების ნაცვლად, სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ, ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი – არის მხოლოდ NATO", - ამბობს მარკ რუტე.