ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან გაცნობითი და სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურულ სიახლეებზე, მათ შორის – ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის ახალი დეპარტამენტის შექმნაზე, რომელიც პროექტების მონიტორინგს ყველა ეტაპზე განახორციელებს.
რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა ბიუჯეტის მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანი და დროული შესრულების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პროექტების ხარისხის გაუმჯობესებაა, რისთვისაც სისტემურად დაიგეგმება და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მონიტორინგის, კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულებით.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს, მათ შორის საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
მინისტრმა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელმა მოისმინეს კომიტეტის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა წარმატებები უსურვა მინისტრსა და მის გუნდს და აღნიშნა, რომ კომიტეტი სრულ მხარდაჭერას გაუწევს სამინისტროს საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პარლამენტთან, განსაკუთრებით კი დარგობრივ კომიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, მსგავსი კომუნიკაცია ხელს უწყობს ინფრასტრუქტურული საჭიროებების სწორად იდენტიფიცირებას და გადაწყვეტილებების მიღებას მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვისთვის.
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრები; ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ვახუშტი ბაგრატიონი, გიორგი კობერიძე, მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე; საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე; გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.