ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
საბერძნეთში, კუნძულ პაროსზე მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ახალშობილი, ხოლო მისი დედა ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგებზეც დღეს მედიასთან ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა. ინფორმაციას georgians.gr ავრცელებს.
როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ახალშობილის სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო. ბავშვი მშობლებს სანაპიროზე, მზის გულზე დიდი ხნის მანძილზე ჰყავდათ, შემდეგ კი, როდესაც სახლში დაბრუნდნენ, დედამ პირდაპირ აბანავა, რამაც მის სხეულში ტემპერატურის კიდევ უფრო მომატება გამოიწვია და ახალშობილს გულო გაუჩერდა.
„ბავშვი მზისგან არ დამწვარა, სანაპიროზე სიცხისგან იტანჯებოდა და შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ სახლში, ჩრდილში დაეწვინათ, რომ სხეულში ტემპერატურა დასტაბილურებულიყო, პირდაპირ აბანავეს და ამ ყველაფერმა ფატალური შედეგები გამოიწვია.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაციები, რადგან გამოძიებას მსგავსი არაფერი დაუდგენია და ოჯახის სახლი პოლიციიდან 100 მეტრში მდებარეობს. არცერთი მეზობელი არ ადასტურებს, რომ რაიმე სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი, გამორიცხულია ერთხელ მაინც არ გაეგონათ რაიმე“, - აცხადებს ადვოკატი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.