responsible statecraft: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი ვაშინგტონს სტრატეგიული კავშირის აღდგენისკენ მოუწოდებს. მასში მიტოვებული მეგობრის ტონი იგრძნობა, როდესაც აშშ-ის მხრიდან ყურადღების ნაკლებობას უსვამს ხაზს

ყაველაშვილი

ბაიდენის ადმინისტრაციისა და ლიბერალური ისტებლიშმენტის მიერ „პრორუსულ“ ძალად შერაცხილი და იზოლაციაში მოქცეული მმართველი პარტია ცდილობს დაამტკიცოს, რომ მხარეების არჩევა სავალდებულო არ არის. ეკონომიკური მიზეზების, მაგრამ აგრეთვე თვითგადარჩენის მოტივის გამო, საქართველოს არ სურს, რომ მსხვილ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში იძულებული გახდეს რომელიმე მხარეზე არჩევანი გააკეთოს. შესაძლოა პრეზიდენტ ყაველაშვილის ღია წერილი დონალდ ტრამპისადმი სწორედ მზარდი ჩინური გავლენის დაბალანსების მცდელობა იყოს, - აღნიშნულის თაობაზე გავლენიანი ონლაინგამოცემა responsible statecraft-ი გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

სტატიის ავტორი იან პრაუდი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმაურება, რომლითაც ის აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართავს.

„პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი ვაშინგტონს სტრატეგიული კავშირის აღდგენისკენ მოუწოდებს. მასში მიტოვებული მეგობრის ტონი იგრძნობა, როდესაც აშშ-ის მხრიდან ყურადღების ნაკლებობას უსვამს ხაზს: „ქართველი ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით.“ წერილში აგრეთვე წუხილია გამოთქმული იმის გამოც, რომ ტრამპმა პრეზიდენტ პუტინთანაც კი აღადგინა ურთიერთობები.როგორც ჩანს, გზავნილი ნაწილობრივ ქართველი ხალხისთვისაა განკუთვნილი, რადგან ის ქართულ ენაზე, პრეზიდენტ ყაველაშვილის სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნდა. თუმცა, თუ პრეზიდენტი ტრამპი მართლაც მოწყვლადია პირფერობის მიმართ, მაშინ წერილის გაწონასწორებულმა ტონმა შესაძლოა სულაც არ შეუწყოს ხელი ამ ამაყი სამხრეთ კავკასიელი ერის ურთიერთობების განახლებას ამერიკასთან“, - ვკითხულობთ ონლაინგამოცემა responsible statecraft-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.