„რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად“ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია პროცესებს "ისე ნიღბავს", რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამით ქართველი ხალხის დასჯა ტრაგედია იქნება, თუმცა, მისივე თქმით, იგივე ოპოზიცია, მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს.

როგორც მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ზეწოლა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ხორციელდება, ხელოვნურია და საზოგადოება ამას კარგად ხედავს.

"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ისე ნიღბავს, რომ მათთვის ტრაგედია იქნება, თუ ქართველი ხალხი დაისჯება. კი ბატონო, ეს ნამდვილად ქართველი ხალხის დასჯაა, მაგრამ თვითონ რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. "მაკკეინის ინსტიტუტმაც" აღიარა, რომ მდიდარი ენჯეოები ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. რადიკალური ოპოზიცია გარე უფროსებს არწმუნებს, რომ ისინი ფაქტობრივად განულებულები არიან და რაღაც ტიპის ჟანგბადი სჭირდებათ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს ზეწოლა, რომელიც ხორციელდება, არის ხელოვნური", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.