ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესს დღეს ბიუროზე წარადგენენ - სიახლის მიხედვით, ციხე, ზარალის ანაზღაურების თავის არიდების გამოსავალი აღარ იქნება

ნჯ

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესს დღეს ბიუროზე წარადგენენ, რის შემდეგაც უკვე საკანონმდებლო წინადადების კომიტეტებში განხილვა დაიწყება.

სიახლის მიხედვით, ციხე, ზარალის ანაზღაურების თავის არიდების გამოსავალი აღარ იქნება და ბრალდებულს ან მსჯავრდებულს მისი გადახდა მაინც მოუწევს.

საუბარია თაღლითობის, ძარცვის, ქურდობის და ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ქონებრივ ზიანზე. თანხის გადახდამდე, დადანაშაულებული პირი ქვეყანას ვერ დატოვებს.