1743401541
,,ქართული ოცნების" მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა - შალვა პაპუაშვილი

ქართული ოცნების" მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს.
"ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს - უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს - სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს - ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს.
ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა", - წერს შალვა პაპუაშვილი.