დეპრესია, შესაძლოა, ყოველდღიურად მიღებულმა ამ ერთმა პროდუქტმა გამოიწვიოს - ფსიქიატრი
1753720693
20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს მორიგ საგამოძიებო ექსპერიმენტში კიდევ ორმა ოპერატორმა მიიღო მონაწილეობა. მათ გამომძიებლებისა და ექსპერტების შეკითხვებს უპასუხეს. ოპერატორებმა 20 ივნისს მიღებულ დაზიანებებზე მედიასთანაც ისაუბრეს.
"მივიღე მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. დეტალურად აღვიდგინე ის სიტუაცია, რომელიც 20 ივნისს მოხდა. მივიღე რამდენიმე დაზიანება, 6 თუ 7 ნატყვიარი მქონდა მოხვედრილი და გაზის ინტოქსიკაცია," - განაცხადა აჭარის ტელევიზიის ოპერატორმა, კოტე გრიგალაშვილმა.
"კამერით ვეძებდი კადრებს, რა უნდა გადამეღო, ამ დროს კი უცებ ტკივილი ვიგრძენი საშინელი. ტყვია ჯერ ცხვირში მომხვდა, შემდეგ თვალში. მკურნალობას დღესაც ვაგრძელებ. მხედველობა დაახლოებით 35%-ის ფარგლებშია შერჩენილი," - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა, კახა ჯონჯუამ.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერიმენტის მიზანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულება, დადგინდეს, რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება.