რას წერენ თანამშრომლები ტრაგიკულად დაღუპულ მარიამ დოხნაძეზე
1755805668
ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მოქალაქე, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კობა ლურსმანაშვილმა.
კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობასა და კომფორტს.
„ჯამში 80 სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა, პრაქტიკულად, ჩვენ გვაქვს ასფალტ-ბეტონით მოწესრიგებული. ევროპული დონის სკოლები გვაქვს სოფლებში აშენებული. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით ხარაგაულს ჰქონდა 8 ამორტიზირებული, უსახური, საბავშვო ბაღი, რომელსაც ყურადღებას არავინ არ აქცევდა, მაგრამ შევძელით ის, რომ გავუკეთეთ მათ რეაბილიტაცია, ხოლო ამის შემდეგ 16 სკოლამდელი დაწესებულება ავაშენეთ. ასეთი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხარაგაულში არასოდეს განხორციელებულა, 200-ზე მეტი სერვისი, 4 იუსტიციის სერვისს ცენტრის მიერ მოვიტანეთ ხარაგაულში. წარმოვიდგინოთ ადამიანები, რომლებიც სერვისებს დაუბრკოლებლად საკუთარი საცხოვრისი ადგილებიდან იღებენ. ისევე, როგორც სკოლაში ბავშვების გადაადგილება გავხადეთ კომფორტული, ტრანსპორტით ვემსახურებით, არაერთი გზა მივიყვანეთ ტაძრამდე, ჩვენი პრიორიტეტია - გზა ტაძრებამდე,“- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტი მოქალაქე და მისთვის შესაძლებლობების გაზრდაა. „ჩვენთვის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მოქალაქე, რათა მას გავუზარდოთ შესაძლებლობები და საკუთრივ უზრუნველყონ თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილება, ძლიერი ოჯახები არის, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის დასაყრდენი“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.