საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
1775230573
აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ ფიასკო განცდილია მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალებს და მათ პატრონებს გარედან სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ გარდა ერთისა, რომ გააჩინონ ესკალაციის კერა საქართველოში.
„აქ არის ჩამოყალიბებული ერთგვარი სიმბიოზი გარე და შიდა აქტორებისა, რომელთა ინტერესი არის, რომ საქართველოში, დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელსაც თვლიან, რომ მათ ინტერესებს საუკეთესოდ მოემსახურება.
აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ გავლილია და მრავალჯერ ფიასკო განცდილია მაგრამ სხვა რეალური ალტერნატივა არ გააჩნიათ. ამიტომ იგივე სცენარის გამეორებას ფიქრობენ. გამოაცხადეს, რომ ჩვენი მიზანია, 26 მაისს, სახელმწიფო დღესასწაულზე მოვაწყოთ გარკვეული დესტრუქცია. დესტრუქციას შეიძლება მოჰყვეს მათი გაგებით გარკვეული ესკალაცია, რომ ამას შემდგომ უკვე ე.წ. დასავლეთიდან, იმიტომ რომ შეუძლებელია ნორმალურ დასავლეთს ასეთი სცენარები აწყობდეს, მოხდეს ისევ ლაპარაკი, რომ საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, დემონსტრაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ეს დაუსრულებელი წრე ატრიალონ. ანუ წავლენ შეგნებულად ესკალაციაზე და იქიდან, გარედან აქ გაჩენილი ესკალაციის კერის გაღვივებას და იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს. ეს არის ის გზა და ბედისწერის წრე, სადაც ოპოზიციამ თავის თავ შეაგდო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.