1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
პოლიტიკაში ფულის არარეგალური ტრიალი პრობლემაა და ამ პრობლემას რაც მალე გაუსწორებენ თვალს ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.
„რეალურად, ეს პრობლემის გამოვლინებაა. როგორც იტყვიან, პრობლემამ თავისი თავი მალა, მაგრამ ვერ დამალა. პრობლემის იგნორირება არ არის გამოსავალი, აუცილებელია ამ პრობლემას ყველამ თვალი გაუსწოროს და სერიოზულად იზრუნოს ამ თემაზე. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით. ამ ქვეყნებიდან რაც უფრო მალე დაიწყება ზრუნვა, მით უფრო პასუხისმგებლიანი და ანგარიშვალდებულები იქნებიან საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენთანაც რამდენიმე პრობლემა მწვავედ იდგა დღის წესრიგში და ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება იმ კანონმდებლობით შეგვიძლია, რაც შემოვიტანეთ. თუ სხვა ქვეყნებს აქვთ იმის სურვილი, რომ ჩვენი გამოცდილება გაიზიარონ, დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ დღის წესრიგში ეს პრობლემა არის. პოლიტიკაში ფულის არარეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მახაშვილმა.