ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1762202354
                                                                დღეს პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება პირველი მოსმენით განიხილება. კანონპროექტი, რომელიც ომბუდსმენის ასარჩევად ღია კენჭისყრას გულისხმობს პარტია "მოქალაქეების" წევრს ლევან იოსელიანს ეკუთვნის, რომელმაც როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის მხარდაჭერაც მოიპოვა.
დეპუტატების შეფასებით, ამგვარი ინიციატივები, რაც მიმართულია პროცესების ღიაობისაკენ იმსახურებს საპარლამენტო მხარდაჭერას.
მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ომბუდსმენის შერჩევის მიუკერძოებლობას და პროცესი იქნება ინკლუზიური.