პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ

სახალხო დამცველი

2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ლევან იოსელიანის ანგარიშს პარლამენტში დღეს მოისმენენ. სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განმარტებით, მმართველი გუნდი ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დანერგვაზე.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს შემუშავებული დადგენილება წარედგინება.