1747217904
პარლამენტში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ პარლამენტის განცხადება განიხილება

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის განცხადება განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. ინიციატორი შალვა პაპუაშვილი, ასევე ყველა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია.
როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, განცხადებაში მოცემული იქნება შეფასებები და პასუხი ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით.
„ქართულ ოცნებაში“ ასევე საუბრობენ ღია წერილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამერიკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს გაუგზავნა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს სურვილს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთოს.