“თვითმფრინავში მქონდა ხილვა…” - გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1749805299
პარლამენტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა.
მიღებული გადაწყვეტილებით, გენერალური პროკურორის არჩევის წესი შეიცვალა. კერძოდ, პროექტით, გენერალური პროკურორის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვის, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატის პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესს დაუყოვნებლივ იწყებს, რომელიც ერთი კვირის ვადაში დასრულდება.
პროექტით, გენერალური პროკურორის კანდიდატის დასახელების უფლება ექნება საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს, რომელსაც უფლება ექნება, მხოლოდ ერთი კანდიდატი დაასახელოს. ამის შემდეგ, პროცედურის მიხედვით, გენერალური პროკურორის კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ეყრება. კენჭისყრა ღია იქნება, კანდიდატი მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემდგენლობის უმრავლესობა.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ წარდგენის პროცესში თუ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, წარდგენის პროცესი ხელახლა დაიწყება.
ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭო მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა თუ ვერ მიიღო, საპროკურორო საბჭო კანდიდატის წარდგენის პროცედურას ხელახლა დაიწყებს.
დღეს მოქმედი კანონით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს კონსულტაციების საფუძველზე ერთი თვის ვადაში არჩევდა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენდა.
ნუცა ბუზალაძემ ნიშნობა აღნიშნა - კადრები
1749807853