გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას ე.წ. ზიზღის კამპანიის შესახებ.
კალაძის თქმით, რასაც ვისმენთ, კატეგორიულად მიუღებელია და ეს მიზანმიმართული ქმედებებია.
„შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხისადმი, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდეთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, პოლიტიკოსები ვართ, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.