წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.
პარლამენტის წევრებმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკეს და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის საკანონმდებლო ორგანოსა და თავდაცვის მრეწველობის სააგენტოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები - გია ბენაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე და კომიტეტის წევრი იოსებ ჯორბენაძე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.