2025 წლის რეკორდი: 7 ნოემბერს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1762458995
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 24-26 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებს ეწვევა.
სამიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, ხუთი საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას.
სამიტის ძირითადი პროგრამის – პლენარული სესიის პარალელურად, ღონისძიების ფარგლებში სადისკუსიო პანელები გაიმართება.