რატომ გვესიზმრება ცოცხალი ადამიანი, როგორც გარდაცვლილი - ნოსტრადამუსის და ვანგას ახსნა
1755254984
8-პუნქტიანი გეგმის მთავარი იდეა არის, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ვინც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს და აუცილებელია ამ დაქსაქსული უმრავლესობის გაერთიანება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, არის ოთხი საკითხი – რეჟიმის შეცვლა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ევროპული გზა, რომლის გარშემო ყველა პარტია ერთიანდება.
„გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა არ არის მხოლოდ გიორგი ვაშაძის, მასზე ასევე იმუშავა ზურა ჯაფარიძემ. მთავარი იდეა არის, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა ვინც ხელისუფლებას არ უჭერს მხარს და აუცილებელია, რომ ამ დაქსაქსული, დახლეჩილი უმრავლესობის გაერთიანება, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილის მაინც. არის კონკრეტული ნაბიჯები, რომ ერთი ბრენდის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ და კონკრეტული ნაბიჯებით, 8 პუნქტით უნდა მივიდეთ საბოლოოდ გამარჯვებამდე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესებით. ჩვენთვის არ არსებობს თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ფარსი, დასანან შეცდომებს უშვებენ ჩვენი კოლეგები ამ ფარსში მონაწილეობით. ხოლო რაც შეეხება ერთიანობას ოთხი ოქტომბრით და ფარსით არ იწყება საქართველოს ისტორია. ჩვენ ყველას ერთმანეთი დაგვჭირდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეჟიმმა არ ისარგებლოს ჩვენი დაქსაქსულობით. იცით, რომ არის ძველი ფორმულა, გათიშე და იბატონე და ამის შანსი არ უნდა მივცეთ ივანიშვილს.
ოთხი მთავარი საკითხია, რის გარშემოც ვერთიანდებით. პირველი, რომ ეს რეჟიმი აუცილებლად უნდა შეიცვალოს; მეორე, ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს ახალი წესებით; მესამე, ყველა პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი გათავისუფლდეს; მეოთხე, ჩვენი ევროპული გზა, სადაც არის დაცულობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. ამ საკითხების ირგვლივ არჩევნებში მონაწილე თუ არ მონაწილე პარტია ყველა ერთი ვართ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 26 ივლისს სოციალურ ქსელში 8-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც, მისივე თქმით, მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობაა გამარჯვების მისაღწევად. 8-პუნქტიანი გეგმა „პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანებას“ გულისხმობს.