„ბედისწერას ქმნის ის სრული სახელი, რომელიც პირადობაში გვიწერია“ - ეზოთერიკოსების მიმართვა
1762534903
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იმ დროს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი იმისთვის, რომ ჯერ კომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ, გადაწყვეტილება მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აცდენილია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.