„ბედისწერას ქმნის ის სრული სახელი, რომელიც პირადობაში გვიწერია“ - ეზოთერიკოსების მიმართვა
1762534903
თელავში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერეკლე მეორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ოპოზიციის აქტივისტმა, ელენე დევიძემ პროტესტი სცენასთან გამოხატა. მანვე ამ საკითხზე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა და გაკვირვებით აღნიშნა, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომელიც გვერდით მაინც დაუდგებოდა.
„ამ ღონისძიებაზე მოხვდი შემთხვევით, რაღაც სპონტანურად გადავწყვიტეთ ოჯახის წევრებმა იქ მისვლა და ჯერჯერობით მარტო ვიყავი, როდესაც შორიდან დავინახე, რომ ყაველაშვილი გამოდიოდა სიტყვით და მაშინვე გავემართე იმ სცენისკენ, რომ მე ვერ ავიტანდი უბრალოდ იმ ცინიზმს, რაც ხდება და რასაც იტანს კონკრეტულად თელავი და საზოგადოების ნაწილი. თელავში აღნიშნავენ ერეკლეს დაბადების დღეს, მაშინ როცა ერეკლე მოატყუეს თვითონ რუსებმა და ესენი მიყვებიან იმ რუსეთის გზას, რომელმაც ძალიან ბევრჯერ მოგვატყუა და ძალიან ბევრჯერ გადაგვაგდო და უბრალოდ სირცხვილია, ერეკლეს დაბადების დღეზე აღნიშნავდე რომ მიჰყვები იმ სიმართლეს, რომელსაც ეს ქვეყანა იმსახურებს. ესენი არ მიჰყვებიან სიმართლეს, ესენი მიყვებიან რუსეთის გზას, რაც ძალიან კარგად ვიცით და რაც ძალიან ცნობილია ჩვენთვის და საზოგადოებისთვისაც. უბრალოდ გარკვეული ნაწილი ინარჩუნებს იმ დუმილს, რაც მე დღეს ვნახე ჩემი თვალით. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომელიც გვერდით მაინც დამიდგებოდა. ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა იმდენ ხალხში, რომ ელემენტარულად გავამხნევებინე მაინც“- განაცხადა ელენე დევიძემ.