დიდ ბრიტანეთში ძაღლი სამ ადამიანს დაესხა თავს, მათ შორის, ერთი ჩვილია
1748623124
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიტური პარტიების მონაწილეობის საკითხს და ამ თემაზე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, თუ ოპოზიცია არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობას, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.
„პაატა ბურჭულაძის მხრიდან გაკეთებული არაერთი აბსურდული განცხადება - ტელეფონებით არჩევნების ჩატარებით დაწყებული, გაგრძელებული იმით, რომ უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეასრულონ თავისი უშუალო დანიშნულება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრონ, პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ალბათ, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებს. თუ არჩევნების გზით არ დაელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩეველს, ქუჩაში დგომით და ტელევიზორის ეკრანებზე გამოსვლებით ნამდვილად ვერ შეძლებენ, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება იმ ფონზე, როდესაც „ლელომ“ და გიორგი გახარიამ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვეს.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ის გეგმავს, გავიდეს ხალხში და ყველას მოუწოდოს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით კი, გარკვეული ჯგუფების მიერ არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადების დაწყება არანორმალურია.