„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება.
როგორც სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე სომეხ ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობას არაფერი აქვს საერთო მესამე მხარის ურთიერთობებთან.
„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს არაფერი აქვთ საერთო მესამე მხარის ურთიერთობებთან. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება. სხვა სცენარი ვერ იქნება“, - განმარტა ფაშინიანმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. ფაშინიანის თქმით, ის შეშფოთებულია საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობით.
„რაც შეეხება საქართველოს, მე ადრე მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო მნიშვნელოვან და საკვანძო როლს თამაშობს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. ვთვლით, რომ ეს ვითარება უნდა დარეგულირდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა.