1781210306
ნიკა გვარამია: ტრამპის ადმინისტრაცია არ უნდა დაუბრუნდეს საქართველოსთან ურთიერთობას
პარტია "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია მორიგ სტატიას აქვეყნებს და აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, არ განაახლოს საქართველოსთან ურთიერთობა.
მაშინ, როდესაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის რეალური შანსი გაჩნდა, ოპოზიციის ლიდერი ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს იზოლაციისაკენ მოუწოდებს და წერს, რომ აშშ-სთვის საქართველოსთან ურთიერთობა დამაზიანებელი იქნება.
"ჩვენი პარტიის ახალ წევრთან, შესანიშნავ ახალგაზრდა Nikoloz Chkhaidzeსთან ერთად გამოვაქვეყნეთ სტატია The National Interest-ში ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოსა და ამერიკისთვის, და იმაზე, თუ რატომ არ უნდა მოახდინოს ვაშინგტონმა ნორმალიზაცია "ქართულ ოცნებასთან", - რადგან ქოცების მიერ გამოცხადებული "გადატვირთვა" ამერიკასთან ფასადია. სტატიის ლინკი კომენტარშია", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.











