ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა
1752323880
"ყველანაირად ვცადეთ მიგვეღწია კონსენსუსისთვის, რათა ერთიანი სტრატეგია გვქონოდა. იმდენად დიდი იყო კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ მზად ვიყავით ჩვენი პარტიული ნომრის, ყოველგვარი იდენტობის დათმობის ხარჯზე, მხოლოდ თბილისისთვის გვებრძოლა, ეს ერთიანობა რომ ყოფილიყო," - ეს განცხადება ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, "ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, მათ არაერთი კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს, თუმცა მათმა კოლეგებმა ბოიკოტის გზა აირჩიეს.
"მზად ვიყავით, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში, ბოიკოტშიც გავსულიყავით. ეს იყო კომპრომისული ნაბიჯი, რასაც ჩვენ ვთავაზობდით. ფაქტია, რომ მათ აირჩიეს ბოიკოტის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიმართ სრულიად უსამართლო ბრალდებები ისმის, ვფიქრობთ, რომ ეს არის დამაზიანებელი აღქმისთვის საზოგადოებაში," - აცხადებს გიორგი სიორიძე.