ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე იქნება - ვის შეეხება ახალი რეგულაცია
1748725630
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შეხვედრებით, რომელიც მქონდა მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან, სამხრეთ კავკასიას აქვს შესაძლებლობა, ეს რეგიონი იყოს ოაზისი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან.
„მე პირველი ვიზიტით ვიყავი აზერბაიჯანში და შემდეგ სომხეთში. სომხეთიც ნელ-ნელა დაინახა ის რესურსი, რომელიც სამხრეთ კავკასიას აქვს. დღესაც აშშ-ის მილოცვაც ხომ ამას უსვამს ხაზს. მათაც დაინახეს, როგორი შესაძლებლობაა, რომ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა პრიორიტეტული გახდეს. რა თქმა უნდა, გაჩნდება ყველა დიდი სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი.
სამხრეთ კავკასიას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს რეგიონი იყოს ოაზისი. დაპირისპირების საგანი კი არ იყოს, რომელიმე დიდი ქვეყნის დავალება კი არ შეასრულო, არამედ პირიქით, ნელ-ნელა მივიდეთ შეხვედრების, ინვესტიციების, ურთიერთობების დალაგების დონეზე, ამის რესურსი არსებობს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.