გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
შესთავაზა თუ არა "ლელომ" "ნაციონალურ მოძრაობას" ფული ნაკლები კრიტიკისთვის - პოლიტიკური კორუფციის ირგვლივ ურთიერთბრალდებები არ წყდება.
მიმდინარე პროცესებს ეხმაურება "გირჩიც", რომლის წევრი, იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ "ლელოს" მიერ შეთავაზებული თანხა, საკითხის მოსაგვარებლად, უბრალოდ, საკმარისი არ აღმოჩნდა.
"რაციონალური მგონია, რომ "ლელო" მისულიყო ფულით "ნაცებთან" და ნუ მაგინებთო, ეთქვა, უბრალოდ, პრობლემა ის არის, რომ სიწუწკემ სძლია და ცოტა შესთავაზა. არადა, სამშობლო ძვირი ღირს, მოგეხსენებათ და, აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, არ გამოუვიდა "ლელოს" "ნაცების" ამ ფასად გადაბირება. ის, რომ "ნაცებთან" ვიღაც მივიდა ფულით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს და გასაგებია, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ იმდენად ცოტა შესთავაზა, "ნაცები" ვერ დაითანხმა. მესმის, რომ იაფად ეს საქმე არ გამოვიდოდა და, როგორც ჩანს, "ლელოს" ცოტა ჰქონდა ბიუჯეტში გაწერილი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ამავე დროს "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" იმედი აქვთ, რომ პარტია "ლელო" გადაწყვეტილებას შეცვლის და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის.
"ვიმედოვნებ, რომ ჯერ კიდევ გადახედავენ თავიანთ გადაწყვეტილებას, ამის დროს ნამდვილად აქვთ, უბრალოდ, ჩვენ ცალსახად ვაფასებთ, რომ მონაწილეობა, რომელიც მხოლოდ ქართულ ოცნებას აწყობს, ეს არის ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი, პოლიტიკური პატიმრების ღალატი და ყველა იმ ადამიანის ღალატი, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე.