ცნობილია, როდის დასრულდება საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
1781278809
2031 წლიდან შუა დერეფანში ტვირთნაკადი საგრძნობლად მოიმატებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთში ვიზიტის შეჯამებისას.
მინისტრის განმარტებით ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, სადაც, ამ დროისათვის აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
„მშენებლობის ფარგლებში ჩვენ უკვე ვახორციელებთ დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც არის უმნიშვნელოვანესი და ვიტყოდი, ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დათქმულ ვადებში უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ოპერირებაში გაშვება“, - განაცხადა მინისტრმა.