ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა „ფარას“ კანონზე, რომელიც ძალაში დღეს შედის.
მდინარაძის განცხადებით, საუკუნის ორწლიანი აფიორა „არა რუსულ კანონს“, რომელიც ათობით მილიონი დოლარით იყო დაფინანსებული ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას, რაზეც საქართველომ გაიმარჯვა.
მისივე თქმით, ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„საუკუნის ორწლიანი აფიორა იყო , გარე დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ და გახსოვთ როგორ აძახებინეს ჩვენი მოქალაქეების გასაგებია მცირე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ეს ფრაზა, რომელიც დაფინანსებული იყო ათობით მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას და გარე დაფინანსების „გაპრავებას“. ეს ყველაფერი არ „გაპრავდა“ და ვერ მიაღწიეს იმას, რომ გარე დაფინანსება გამართლებულიყო, გამართლებულიყო რევოლუციის დაფინანსება, საბოტაჟის დაფინანსება, საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევის დაფინანსება, აგენტების მმართველობის დაფინანსება და საქართველომ გაიმარჯვა. შესაბამისად ამისა, დღეს ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ შემთხვევაში ემსახურება ამერიკის გაძლიერებას, ამ შემთხვევაში ემსახურება საქართველოს გაძლიერებას“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.