სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მამუკა მდინარაძის თქმით, მათი ძალისხმევა ფასდაუდებელია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
„გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ დღეს. თქვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და ეროვნული ამოცანების შესრულებაში. გამოწვევებით სავსე სამყაროში თითოეული თქვენგანის ძალისხმევა ფასდაუდებელია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. თქვენი ქვეყნისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმი განაპირობებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. მადლობას გიხდით თავდადებისა და ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.