მამუკა მდინარაძე: ამიერიდან მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა და მას ექნება ვალდებულება ამტკიცოს, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა

მამუკა მდინარაძე

ამიერიდან მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა და მას ექნება ვალდებულება ამტკიცოს, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მტკიცებით ტვირთთან დაკავშირებული წინა კანონი აგენტების მიერ გარედან თავსმოხვეული მახინჯი კანონი იყო.

„ერთ-ერთი პირველი კანონი „ნაცმოძრაობის" რეჟიმის, რასაც ე.წ. ბოკერია/რამიშვილის კანონს ეძახდნენ, იყო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით. ადამიანს შეეძლო, რომ დაებრალებინა თქვენთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის რაღაც და მტკიცების ტვირთი იყო თქვენზე, რომ რასაც დაგაბრალებდნენ, ის თქვენ არ ჩაგიდენიათ. მაგალითად, გეტყოდნენ, რომ თქვენ მოკლული გყავთ ადამიანი - ვუტრირებ რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ დაბრალებას ვიგონებ ამ შემთხვევაში თვალსაჩინოებისთვის და თქვენ უნდა გემტკიცებინათ, რომ არა, თქვენ არ გყავთ მოკლული ადამიანი. ესეც გარედან მოხვეული ერთ-ერთი პირველი კანონი იყო აგენტების მხრიდან შექმნილი. აქ ბალანსი აღდგება და იქნება ევროპული მიდგომა. თუკი ევროპელობა უნდათ, ამ მიდგომაშიც წამოგვყვნენ და კეთილი ინებონ და დაგვეთანხმონ, რომ ეს იყო გარედან თავსმოხვეული მახინჯი კანონი. ამიერიდან, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა და შესაბამისი ნორმა ამოქმედდება, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა. თუკი ადამიანი იტყვის, რომ მეორე ადამიანმა რაღაც ჩაიდინა, დააშავა, მას ექნება ვალდებულება ამტკიცოს, რომ ნამდვილად ასე მოხდა“, - განაცხადა მდინარაძემ.