სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
1781856283
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდდინ მუჰრიდდინს შეხვდა.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოდან უმაღლესი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც პარტნიორობის გაღრმავების მყარ საფუძველს ქმნის. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობასა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებაზე.