ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
2025 წლის 11 ივლისს, დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევროპის საკითხებში ლუ შაიესთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.
ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო არენაზე მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება.